ახალი ამბები

ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

4 ივლისი, 2013 • • 1174
ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

 რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, კონტრაქტი უმნიშვნელოვანესია:
„პროექტის ფარგლებში სამ ქალაქში სრულიად მოწესრიდგება სასმელი წყლის სისტემა, სრულიად გამოიცვლება ეს სისტემა და 2016 წლისათვის ამ ქალაქებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ. კონტრაქში გამარჯვეუბლი ესპანური ფირმა “Cobra Instalaciones Y Servicios SA” იღებს ვალდებულებას, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოახდინოს ტექნიკის და პერსონალის მობილიზება და დაიწყოს სამუშაოები. სამუშაოები დაახლოებით 3 წელი გასტანს, იმისათვის რომ სისტემა სრულიად იქნას მოწესრიგებული. კონტრაქტორი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოებში 300 ზე ემტი ადგილობრივი დაასაქმოს. „

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ უწყლობის პრობლემის მოგვარება ფოთელების ოცნება იყო:
„21 მილიონი არის გამოყოფილი ფოთისთვის. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე დასაქმედებიან ადგილობრივები და ერთ-ერთი მართლაც სასიცოცხლო პრობლემა უწყლობა მოგვარდფება.ე ს ფოთელების ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო, რომ მათ ჰქონოდათ 24 საათიანი წყალმომარაგება. „

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ფოთში 21 124 361 ლარის სამ,უშაოები ჩატარდება და მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. 
ანაკლიაში 11 966 144 ლარი დაიხარჯება და მოსახლეობას აქაც 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
რაც შეეხება ქუთაისს, პროექტის მიხედვით, ქუთაისში განხორციელდება 26 422 935 ლარის ღირებულების სამუშაოები, 24 საათიანი წყალმომარაგებით მხოლოდ მოსახლეობის ნაწილი ისარგებლებს. კერძოდ, 14 ათას ოჯახს ექნება 24 საათიანი, ხოლო 36 ათას ოჯახს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი