“გუშინდელი დღე გამონაკლისი არ იყო, წინა წლებშიც იყო მსგავსი შემთხვევები. დღეს იყო პროფესიული უნარების ტესტირება და კვლავ განმეორდა, თუმცა დღეს ნაკლები შემთხვევა იყო.”


მიმინოშვილის თქმით, მასწავლებლებისთვის “შპარგალკების” აღმოჩენა რეგისტრაციის პროცესშივე ხდება და ვერავინ ვერ შევა გამოცდაზე, სანამ ამ მხრივ არ შემოწმდება.

 

“სარეგისტრაციო დაბარზში არიან ჩვენი ცენტრის წარმომადგენლები, რეგისტრატორები, პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც უსაფრთხოების ზომების დაცვა ევალება და ჟურნალისტები. სწორედ ყველა ამ ადამიანის თვალწინ მოხდა, ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო გახსნილი, მათთვის “შპარგალკების” აღმოჩენა.”


გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პედაგოგებისთვის ყველა ჩამორთმეულმა “შპარგალკამ” მასთან მოიყaრა თავი. 

 

“ცელოფნის პარკში შეგროვილი ეს “შპარგალკები” ამჟამად მე მაქვს. მათზე, ძირითადად, ტერმინები, განმარტებებია. კონკრეტული ტესტებისთვის ისინი ვერ იქნება გათვალისწინებული.”

 

მიმინოშვილი ამბობს, რომ “შპარგალკების” გამო არც წელს და არც წინა წლებში არცერთი პედაგოგი გამოცდიდან არ მოუხსნიათ. არც რაიმე მექანიზმი აქვს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.  

 

“არც გაფრთხილება ხდება. ვერც გავაფრთხილებ, რომ არ გამოიყენონ. ვინაიდან “შპარგალკით” მაინც ვერავინ შევა გამოცდაზე. თუმცა, თავად ფაქტია ძალიან შეურაცხმყოფელი ყველა ჩვენგანისთვის. არცერთ სხვა გამოცდაზე, არც აბიტურიენტების და არც სტუდენტების გამცდებზე მსგავსი რამ არ ხდება.”

 

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი 2010 წლის შემდეგ ატარებს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *