რუსთავი 2-მა საგამოძიებო გადაცემა “კვირის გამოძიება”, რომელსაც აკაკი გოგიჩაიშვილი ამზადებდა, მოულოდნელად დახურა.
ამის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი.
როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2 -ის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მიზანშეწონილად ჩათვალა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და არ აპირებს მიზეზებზე საუბარს.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება არხის ფინანსურ მდგომარეობას, გვარამიამ უპასუხა:
“მათ შორის ფინანსურ მდგომარეობასაც”.
ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი, მისივე თქმით, მუშაობას ამავე არხის გადაცემა P.S -ში გააგრძელებს.