ახალი ამბები

ეგვიპტის პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებას ჩამოაშორეს, დაპატიმრებულია

4 ივლისი, 2013 • 1181
ეგვიპტის პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებას ჩამოაშორეს, დაპატიმრებულია

ისლამისტური მოძრაობა “მუსლიმთა საძმოს” განცხადებით კი, მოჰამედ მურსი პატიმრობაში, სამხედრო ბაზაზე იმყოფება. არსებობს სხვა ვერსიაც – მურსი შიდა პატიმრობაშია. პრეზიდენტთან ერთად დაკავებული არიან მისი გუნდის სხვა მაღალჩინოსნებიც.


მთელი ღამის განმავლობაში იყო შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და მურსის მხარდამჭერებს შორის. ბი-ბი-სის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში ათეულობით ადამიანი დაიღუპა.


ეგვიპტეში კონსტიტუციის მოქმედება გუშინ, 3 ივლისს შეჩერდა. პრეზიდენტი მურსი მმართველობას ჩამოაშორეს და საპრეზიდენტო ძალაუფლება ხელში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე აიღო. თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის გაიმართება არჩევნები, ჯერ არ არის ცნობილი.

 

მურსის პრეზიდენტობიდან ჩამოშორების შესახებ განცხადება ეგვიპტის დედაქალაქში, ტაჰრირის მოედანზე შეკრებილ მანიფესტანტებს ქვეყნის არმიის ხელმძღვანელმა, გენერალმა, ფატაჰ ალ-სისიმ შეატყობა. ამ განცხადებას რამდენიმე დღის მანძილზე შეკრებილი მურსის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ. 


ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო მოქალაქეები და ოპოზიციური ძალები მის გადადგომას მოითხოვდნენ. მათ მურსის ნებაყოფლობით გადადგომისთვის ულტიმატუმიც წაუყენეს, რომელიც ოთხშაბათს ამოიწურა. მურსის გადადგომას მილიონობით ადამიანი ითხოვდა.

 

ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოებაც გამოეხმაურა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ეგვიპტელთა უფლებების დაცვის მოწოდების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით, პროცესებში სამხედრო ძალთა ჩართვა საშიშროებას ქმნის.

 

განცხადება გააკეთა  აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც. ობამა ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობის ფორმის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს. მან გამოთქვა იმედი, რომ ეგვიპტის არმია შეძლებს მოქალქეების უფლებების დაცვას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი