ახალი ამბები

ქუთაისის ვიცე-მერი მერისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

4 ივლისი, 2013 • • 968
ქუთაისის ვიცე-მერი მერისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ამირან ძოწენიძის თქმით, ქალაქის მერი სხვის დაწერილ განცხადებას კითხულობს და ვერ გებულობს:

 

„მერმა მერიაში მყოფ ყველა პატიოსან და პროფესიონალ თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. ის ხშირად ვერ გებულობს იმ ტექსტს, რომელსაც უწერენ. აუცილებელია, ჯერ კარგად წაიკითხოს ეს ტექსტი და მერე თქვას, რისი თქმაც უნდა. ეს ადამიანები არცთუ მაღალ ხელფასზე მუშაობენ და პროფესიონალურად ასრულებენ თავის მოვალეობას. არ შეიძლება ყველა ერთ ტაფაში მოხარშო.“

 

მისივე თქმით, ბიუჯეტის ფლანგვაზე ბრალდება, მის თავზე მიიღო, რის გამოც ბოდიშის მოხდას მოითხოვს:

 

„ბატონმა მერმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ მერიაში მაღალი თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები,რომლებიც დაკავებული იყვნენ „ატკატებით“. მაღალ თანამდებობაზე ჯერჯერობით ვართ მე და ბატონი კოტე რატიანი, ასევე, თენგო თოფურიძე და ნიკო კაჭკაჭიშვილი. მე ჩემს თავზე მივიღე ეს, მე ვიტყოდი, ბრალდება და შეურაცხყოფა და ვერ დავტოვე რეაგირების გარეშე. მე ვითხოვ დაამტკიცოს ბატონმა მერმა როდის ავიღე ერთი თეთრი, რომელიც არ მეკუთვნოდა, ან არა და მოიხადოს ბოდიში. კი, ბატონო იყოს წერილობითი ფორმით, რადგან მას ქართულად გამართულად ლაპარაკი არ შეუძლია, ან არა და თქვას, რომ მე არ მგულისხმობდა.”

 

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის, ვახტანგ წოწონავას თქმით, მერი ტენდერებზე საუბრობდა  და არა კონკრეტულ პირებზე:

 

“მერს მხედველობაში ის ოთხი ტენდერი ჰქონდა, რომლის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისათვის ქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ არსეობბს. ის მხოლოდ ტენდერებზე საუბრობდა. მას სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია, რადგან ეს მხოლოდ გამოძიების კომპეტენციაა. “

მასალების გადაბეჭდვის წესი