ხელმოწერების შეგროვება დღეს, 4 ივლისს, პარტიის აქტივისტებმა თბილისში, მეტრო “რუსთაველის” ტერიტორიიდან დაიწყეს. კანონპროექტების პარლამენტში განსახილველად ორგანიზატორებმა 30 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.

 

ალეკო შალამბერიძე

შეთავაზებული კანონპროექტებით, რომელიც პარტიის გენერალური მდივნის ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, პარლამენტს უკვე წარუდგინეს, შეიზღუდება მიწების მიყიდვა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აიკრძალება ლგბტ აქციები რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებების წინ 20 მეტრის რადიუსში და საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის – 60, ქალებისთვის კი 55 წელი იქნება. 

 

შალამბერიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა დასავლეთ საქართველოში იმყოფება და ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვებენ. 

 

თავისუფალი საქართველო ხელმოწერებს აგროვებს

თავისუფალი საქართველო ხელმოწერებსა გროვებს

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *