ახალი ამბები

ლარი ევროსთან მიმართებაში 5 თეთრით გაუფასურდა

15 ნოემბერი, 2017 • 2777
ლარი ევროსთან მიმართებაში 5 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. მონაცემების მიხედვით, ლარი ევროსთან მიმართებაში თითქმის 5 თეთრით, დოლართან კი – 1 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 16 ნოემბერს 1 ევროს ფასი 3.19 ლარი იქნება, 1 დოლარის შეძენა კი 2.69 ლარად შეგეძლებათ.

ლარის მკვეთრი გაუფასურება არჩევნების შემდეგ, 24 ოქტომბრიდან დაიწყო. საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო. ხოლო 24 ოქტომბრიდან გაძვირება დაიწყო და 2.63 ლარს გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი