ახალი ამბები

ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი მურსი თანამდებობიდან გადააყენა

3 ივლისი, 2013 • • 1030
ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი მურსი თანამდებობიდან გადააყენა

 ბი-ბი-სის ცნობით, არმიის ლიდერმა გენერალმა ფატაჰ ალ-სისიმ თავის სატელევიზო გამოსვლაში განაცხადა, რომ კონსტიტუციის მოქმედება შეჩერებულია და საპრეზიდენტო ძალაუფლებას ხელში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მურსი პრეზიდენტი აღარ არის.

 

ეგვიპტელი გენერლის განცხადებას კაიროს ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი ათასობით მოქალაქე ოვაციებით შეხვდა. როგორც ცნობილია, ეგვიპტეში მურსის საწინააღმდეგო აქციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო მოქალაქეები და ოპოზიციური ძალები მის გადადგომას მოითხოვდნენ. მათ მურსის ნებაყოფლობით გადადგომისთვის ულტიმატუმიც წაუყენეს, რომელიც ოთხშაბათს ამოიწურა. მურსის გადადგომას მილიონობით ადამიანი ითხოვდა.

 

მურსის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. როგორც ცნობილია, მურსიმ, რომელიც “მუსლიმთა საძმოს’ კანდიდატი იყო, საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წელს მოიგო. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი