ახალი ამბები

ბათუმში მოშიმშილე ეკომიგრანტები პოლიციის რეიდს მოელიან

3 ივლისი, 2013 • 1043
ბათუმში მოშიმშილე ეკომიგრანტები პოლიციის რეიდს მოელიან

“ისინი არიან საბრძოლველად განწყობილი. ალბათ, ღამის სამი საათის შემდმეგ დაიწყება ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ. ისინი– შეიარაღებული, ჩენ ვართ შიმშილით შეიარაღებული,”–ამბობს აქციის მონაწილე მევლუდ ვაშაყმაძე. მისი თქმით, ისინი არ დაიშლებიან, რადგან წასასვლელი არ აქვთ.

 

აჭარის მთავრობის სახლის წინ  მობილიზებულია პოლიცია. ეკომიგრანტებთან მოლაპარაკებას შსს აჭარის სამხარეო სამმართველოს უფროსი ვალერი თელია, ხოლო აჭარის მთავრობიდან  ირაკლი ჭეიშვილი აწარმოებდნენ და  მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლებას სთხოვდნენ. ვალერი თელია ეკომიგრანტებს დაჰპირდა, იმ შემთხვევაში, თუ შიმშილობას შეწყვეტენ, 10 ივლისს მივლინებიდან დაბრუნებული არჩილ ხაბაძე და მთავრობის სხვა წევრები შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი