ახალი ამბები

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

4 ივლისი, 2013 • • 1183
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ინციდენტზე მიმდინარეობს შსს–ს ვაკე–

ბექა გეთიაშვილი/ფოტო: პირველი რადიო
ბექა გეთიაშვილი/ფოტო: პირველი რადიო

საბურთალოს მეორე რაიონულ განყოფილებაში სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120–დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით 15 თვემდე.

 

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ყოფილმა თანამშრომელმა ბექა გეთიაშვილმა “პირველ რადიოსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აღნიშნული კომპანიიდან ახსნა–განმარტების გარეშე გაათავისუფლეს 2013 წლის მარტში, თუმცა სამსახურში დააბრუნეს მალევე და ერთთვიანი მუშაობის შემდეგ ივნისში კვლავ გაათავისუფლეს. როგორც გეთიაშვილი ამბობს, ის გამოიყენეს დროებითი სამუშაოს შესასრულებლად. ამის გამო მან “ფეისბუქში”, პირად გვერდზე უკმაყოფილო შინაარსის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა, რასაც ყოფილი ხელმძღვანელების მხრიდან სამსახურში დაბარება მოჰყვა.

 

გეთიაშვილი ამტკიცებს, რომ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” ის 28 ივნისს მივიდა, სადაც ჩაიყვანეს ნულოვან სართულზე დაცვის თანამშრომლებმა და მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

აღნიშნულ ფაქტს დღესვე გამოეხმაურა “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული უკმაყოფილო ბუღალტერი კომპანიაში მივიდა და შეკამათება მოუვიდა დაცვის თანამშრომელთან. ცაბუტაშვილი ამბობს, რომ დამატებით დეტალებს გამოძიება დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი