ახალი ამბები

სააკაშვილი ცესკო–ს თავმჯდომარეს შეხვდა

3 ივლისი, 2013 • 1089
სააკაშვილი ცესკო–ს თავმჯდომარეს შეხვდა

“როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა 31 ოქტომბერს. მე შევხვდი ამ საკითხზე ბატონ ზურაბს. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი მეორე შეხვედრა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ეს მეტყველებს იმას, თუ რამდენად დამოუკიდებლად მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაცია, რამდენად მაღალი ხარისხის არის მუშაობა, მე პირადად წინა წლებში არ მქონია და არ გამჩენია აუცილებლობა ჩარევის ან რაღაც ინტენსიური კონტაქტის”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროცესები იყო მხურვალე, პრეტენზიები ცესკოს მიმართ ძალიან ცოტა იყო. სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ხელისუფლების ჩარევის გარეშე.

 

თავის მხრივ, ზურაბ ხარატიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა არჩევნების ჩასატარებლად. მისი თქმით, ეს არჩევნები იქნება ისეთივე კარგად ორგანიზებული,  როგორც ეს მოხდა წინა არჩევნების პერიოდში. ხარატიშვილმა სთხოვა მთავრობის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც ხელს შეუშლის საარჩევნო გარემოს მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი