ახალი ამბებიეკონომიკა

რომელი ბანკი რამდენ დოლარს ყიდულობს და ყიდის ბლუმბერგის სისტემაში საქართველოდან

15 ნოემბერი, 2017 • 4327
რომელი ბანკი რამდენ დოლარს ყიდულობს და ყიდის ბლუმბერგის სისტემაში საქართველოდან

საქართველოს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში მონაწილე ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოდან აშშ დოლარის ყიდვა-გაყიდვას ბლუმბერგის სისტემაში აწარმოებს 16 კომერციული ბანკი და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელთა წილი შემდეგნაირად ნაწილდება:

 

“ფინანსური ინსტიტუტები სავალუტო შემოსავლებს იღებენ კლიენტების დავალებით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული საკომისიოს სახით. ვინაიდან საქართველოში დოლარიზაცია ჯერ კიდევ მაღალია, მომხმარებლები ხშირად აკონვერტირებენ ვალუტას, რაც შესაბამისად,  ბანკების მაღალ სავალუტო შემოსავლებს განაპირობებს. დოლარიზაციის შემცირებასთან ერთად ეს მაჩვენებელიც ეტაპობრივად შემცირდება”, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ბლუმბერგის სისტემაში მხოლოდ ორი ყველაზე მსხვილი ბანკი ვაჭრობს, არასწორია.

“ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით სს “თიბისი ბანკისა” და სს “საქართველოს ბანკის” წილები, როგორც აქტივების ისე ვალდებულებების მიხედვით, საბანკო სისტემასთან მიმართებით, შეადგენს 37 და 34 პროცენტს, მაშინ, როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ამ ბანკების წილი გაცილებით ნაკლებია”, – განმარტავს ეროვნული ბანკი.

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანასური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ამ ფინანსური ინსტიტუტების ვაჭრობის აქტიურობას მათი კლიენტების მიერ გაცემული ყიდვა-გაყიდვის დავალებები განაპირობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი