ახალი ამბები

მინისტრი: მთავრობამ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყო

3 ივლისი, 2013 • • 987
მინისტრი: მთავრობამ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყო

“ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. გვქონდა განხილვა დღეს და შევთანხმდით, რომ ივლისსა და აგვისტოში ძალიან დიდი აქტივობით გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას, რადგან საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 30 სექტემბრამდე წარედგინოს ბიუჯეტის სრულყოფილი ვარიანტი. გაგრძელდება საუბარი იმ პრიორიტეტბზე, რომელიც არსებობდა  კოალიცია ‘ქართული ოცნების” წინასაარეჩვნო პროგრამაში და ჩვენი მთავრობის პროგრამაში, რომელსაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

 

გარდა ამისა, გამოყოფილია თანხები სტიქიური უბედურების ლიკვიდაციისათვის – 4,8 მილიონი ლარი, 5 მილიონი ლარი გამყოფოილია აჭარაში ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის, 8 მილიონი ლარი არის გოდერძის უღელტეხილზე სამუშაოების დასრულებისათვის. მიმდინარეობს გზების შეკეთებაზე თანხების გამოყოფა და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს მთელი დატვირთვით”, – განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი