ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ირანთან უვიზო რეჟიმი ჩვენს უწყებას არ გაუუქმებია

3 ივლისი, 2013 • 1005
ფანჯიკიძე: ირანთან უვიზო რეჟიმი ჩვენს უწყებას არ გაუუქმებია

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ, რომელიც მიგრაციის საკითხების მოწესრიგებაზე მუშაობს და რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. 

 

“მიმდინარეობს საემიგრაციო პოლიტკის შემუშავება, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ახალი გამოწვევები არსებობს, რის ამოც აუცილებელი გახდა ახალი პოლიტიკის შემუშვება. ამ პოლიტიკის ფარგლებში გადაიხედება სავიზო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყანასთან. სწორედ ამ კომპლექსური საკითხის ნაწილია ის, რომ დროებით ცალმხრივად შეჩერდა ირანთან უვიზო მიმოსვლა.”

 

მისი თქმით, ირანის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის პრობლემა არ შეექმნებათ – მათ შეუძლიათ საქართველოს საკონსულოს მიმართონ ვიზისთვის, ან ვიზა საზღვარზევე აიღონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი