ახალი ამბები

ივანიშვილი: თუ ვინმე წამებაში მონაწილეობდა და გამოუშვეს, ეს ასე არ უნდა იყოს

3 ივლისი, 2013 • 955
ივანიშვილი: თუ ვინმე წამებაში მონაწილეობდა და გამოუშვეს, ეს ასე არ უნდა იყოს

“თუ დამტკიცდება, რომ კონკრეტულად პირვნებას ადამიანის წამებაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, მე გეთანხმებით, თქვენს კითხვას მეც ვუერთდები. თუ ეს ასეა, მე აუცილებლად გამოვიკვლევ, ესე არ უნდა იყოს. თუ თქვენ ეს გაქვთ მხედველობაში, რომ ადამიანი წამებაში ღებულობდა მონაწილეობას და ის საპროცესოთი გამოუშვეს, თუ ეს ასეა ფაქტები, მე გეთანხმებით თქვენ და მე გამოვიკვლევ და თქვენც მოგაწვდით ინფორმაციას, ასე არ უნდა იყოს, მეც ვუერთდები თქვენს კითხვას”, – განაცახდა ივანიშვილმა. მისი თქმით, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია და არც აღნიშნული კადრები უნახავს, ამიტომ საკითხი დამატებით უნდა გამოიკვლიოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე,  “მიუხედავად მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობისა, ’’განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ’’ საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი