ახალი ამბები

ივანიშვილი: თბილისის აეროპორტისთვის “ტავის” ალტერნატივას ვეძებთ

3 ივლისი, 2013 • • 1058
ივანიშვილი: თბილისის აეროპორტისთვის  “ტავის” ალტერნატივას ვეძებთ

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “შერატონ მეტეხი პალასში” მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა: 

 

“ავიაბაზრის საკითხებზე ძალიან ბევრს ვმუშაობ ეკონომიკის მინისტრთან ერთად. ეკონომიკის მინისტრი ძალიან ბევრ დროს ხარჯავს ამ მიმართულებით და ძალიან ეფექტურად მოქმედებს. მე მხედველობაში მაქვს ღამის რეისები, თვითონ “ტავი” და აეროპორტის განვითარება. არ მინდა დავასწრო მოვლენებს და ძალიან სერიოზულ კვლევებს. ჩემი იდეა იყო ისევ, რომ ასაფრენი ზოლის მშენებლობა ჯდება 60 მილიონი, მაგდენივე შეიძლება დაჯდეს ახალი აეროპორტი.  ამ ზოლის აშენების პროცესი ცოტა გავაჭიანურეთ, ისიც ობიექტურად, რამეთუ იქ ფასებსა და ხარისსხზე იყო სერიოზული პრობლემები.”

 

ივანიშვილის განცხადებით, ის “ტავ და ურბანის” მფლობელს თბილისში შეხვდა: “ტავი”, რომელიც მართავს ჩვენს აეროპორტს, თურქული კომპანიაა. მათთან გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. მისი მეპატრონეც მყავდა მოწვეული და შევხვდი. ვცდილობ მათზე დაყრდნობით მოხდეს აეროპორტის განვითარება ამ მიამართულებით. თუ ისინი შეძლებენ ამას, მივესალმები, თუ არადა ჩვენ ვამზადებთ ალტერნეტივას დაუფარავად. მე მათთან საუბარში ვთქვი, რომ ეს კორიდორი, დერეფანია და უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს სტანდარტებს.”     

მასალების გადაბეჭდვის წესი