ახალი ამბები

ივანიშვილი: კოალიცია ბუნებრივადვე დაიშლება

3 ივლისი, 2013 • • 1113
ივანიშვილი: კოალიცია ბუნებრივადვე დაიშლება

 

ეს განცხადება პრემიერმა დღეს, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ქართულ პოლიტიკაში იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნაცმოძრაობა ოპონირების განხორციელბას ვეღარ შეძლებდა.

 

“ეს ადგილი [ოპოზიციური ველი] ცარიელი არ დარჩება, როგორც კი ოპოზიცია ნორმალურ ოპონირებას ვერ შეძლებს, აუცილებლად გაჩნდება იქ სხვა ძალა, რომელიც ამას მოახერხებს, თუ არადა, ჩვენ შიგნით გვაქვს ეს პოტენციალი კოალიციაში და კოალიცია ბუნებრივადვე დაიშლება… რომც არ იყვნენ ცალკეულ პარტიებად ჩამოყალიბებული, კოალიცია ერთ გუნდადაც რომ იყოს, როგორც კი გარედან წინააღმდეგობა არ იქნება, შიგნით გაჩნდება ძალები და შიგნიდან მოხდება დაშლა და ჩაშლა”, – განაცხადა მან.

 

უსუფაშვილი–ივანიშვილი
უსუფაშვილი–ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი