გარემოს დაცვის კომიტეტის თავმდჯდომარის, კახა კუჭავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, ავტობუსისთვის გამოყოფილ ზოლზე სხვა ავტომობილის მოძრაობა და გაჩერება 100 ლარის ჯარიმას გამოიწვევს. ეს ინიციატივა დღეს, 14 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს.
თბილისში საზოგადოებროვი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლი (BUS LANE) განახლებულ პეკინის გამზირზეა.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ველობილიკზე ავტომობილის მოძრაობას და გაჩერებას, რაც 50 ლარით დაისჯება.
კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლში:
“13. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
14. ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით,”- ვკითხულობთ კანონპროექტში.
კანონპროექტის განხილვისას საუბარი შეეხო საკითხს, უნდა დაიწეროს თუ არა BUS LANE ქართულ ენაზე:
“BUS LANE-ს ტექსტზეც, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ ქართულად იყოს მაქსიმალურად გამოყენებული ყველანაირი წარწერა და მე ვემხრობი ამას. თუმცა, რომ წარმოვიდგინოთ იმავე ქუჩაზე არსებული წარწერები, “ავტობუსის ხაზი” ცოტა უხერხული იქნება, მით უმეტეს, ეს ის საერთაშორისო ტერმინია, რომელსაც ყველა ქვეყანა იყენებს. ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ, ამავე დროს, და ეს წესი უნდა ვრცელდებოდეს არა მარტო ქართველებისთვის, ყველა იმ ადამაინისთვის, რომელიც იქ შემოდის. ეს უნდა იყოს ის აღნიშვნა, რომელიც გასაგები უნდა იყოს არა მარტო ქართველებისთვს, არამედ უცხოელებისთვისაც,”- განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა კახა კუჭავამ.
ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს მიტოვებული ავტომობილების საჯარომოზე გადაყვანასაც. მიტოვებულ ავტომობილს საჯარომოზე გადაიყვანენ, თუ ავტომობილის მფლობელი გაფრთხილებიდან 3 თვის შემდეგ რეაგირებას არ მოახდენს. 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
“არ შეიძლება, ქალაქში დაბინძურების წყაროს წარმოადგენდეს ის მიტოვებული მანქანები, რომლებიც ხშირ შეთხვევებში, წლებია, აგდია ქალაქში,”- განაცხადა კახა კუჭავამ.
რაც შეეხება საკითხს, თუ რა უნდა ჩაითვალოს მიტოვენულ მანქანად, მან განაცხადა, რომ ეს თვითმმართველობამ უნდა დაადგინოს.
“თვითმმართველობამ უნდა განსაზღვროს, რა იგულისხმება მიტოვებულ მანქანად. საბურავების გარეშე, საფარი შუშის გარეშე და ა.შ. ეს ის მაჩვენებელია, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ავტომობილი მიტოვებულია და ის ვარგისი აღარ არის,”- ამბობს კახა კუჭავა,