პრემიერის თქმით, როდესაც მისი წასვლის დრო დადგება, ის მოახერხებს, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს. რაც შეეხება იმას, სად წავა ივანიშვილი, პოსტის დატოვების შემდეგ, ის ამბობს: 

 

“დამოუკიდებლად იმისა, სად ვიქნები მე, მე ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ და სად მოვემსახურები ჩემს ქვეყანას იქ, სადაც საჭირო ვიქნები. თუნდაც არ ვიყო პრემიერი. სადაც არ უნდა ვიყო, არაპოლიტიკაში მყოფი უფრო საინტერესო ვიქნები ეკონომიკის მიმართულებით. რაც შეეხება ჩემს წასვლას და წასვლასთან დასმულ კითხვებს, მინდა დავაწყნარო საზოგადოება და იქნებ შევეცადოთ ნუ მოვახდენთ ამ თემით სპეკულირებას, მე არსაც არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას. მე პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე, როდესაც პოლიტიკაში მოვედი. და ნურავის ნუ ექნება განცდა, რომ პროცესები, რომელიც დალაგებაში მიდის, რომ მე ამ პროცესებს გამოვეცალო. “

 

რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებებს, რომელიც მან და ახალმა ხელისუფლებამ გასცა, პრემიერის აზრით, ისინი ვადაზე ადრე სრულდება.

 

“შემდეგ წელი ეკონომიკის მხრივ კარგი იქნება, 2014 იქნება კარგი, 2015 იქნება ძალიან კარგი. შემდეგი წლები იქნება კიდევ უფრო უკეთესი და მერე დაიწყება ჭეშმარიტი ეკონომიკის აღორძინება. აქამდე რა დაპირებებიც გაიცა ახალი ხელისუფლების მიერ არჩევნების პროცესში, დროზე ადრე და გადაჭარბებითაც სრულდება.” 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *