ახალი ამბებირეკლამა

სოლვა მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს

13 ნოემბერი, 2017 • 3128
სოლვა მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს

გიორგი გორგაძე 24 წლისაა. 2 წლის წინ ერთერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 3 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო. უკვე 1 წელია ვეღარ იხდის, ჯარიმები კი ყოველდღიურად ერიცხება. მისი თქმით, ამის მიზეზი სესხის საპროცენტო განაკვეთი და იმაზე მეტი თანხის აღებაა, ვიდრე გადახდა შეეძლო.

საქართველოში არაერთი ასეთი შემთხვევაა, როცა ფინანსური ინსტიტუტი ყოველგვარი ანალიზის გარეშე გასცემს სესხს. ამას უპასუხისმგებლო დაკრედიტება ეწოდება.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტება კი მოიცავს კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, სეხის რეალური საჭიროების დადგენას და იმ ოდენობით თანხის გაცემას, რომლის გადახდაც მომხმარებელს შეუძლია.

სწორედ პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა სწრაფი ონლაინ სამომხმარებლო სესხების კომპანიის, “სოლვასპოლიტიკის ნაწილი. სოლვას სისტემის მიხედვით, სესხი არ გაიცემა:

[checklist]

  • 21 წლამდე პირზე.
  • პირზე, რომელსაც შემოსავალი არ აქვს.
  • პირზე, რომელსაც გადახდის უნარიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს.

[/checklist]

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის ფარგლებშისოლვამ” “ჯი პი აი ჰოლდინგთანხელშეკრულება გააფორმა და   2017 წლის 6 ნოემბრიდან კომპანია საკუთარ მომხმარებელს ახალ პროდუქტსსიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს. მომხმარებელს საშუალება აქვს სესხის მიღებასას შეიძინოსჯი პი აი ჰოლდინგისიცოცხლის ნებაყოფლობითი დაზღვევა.

შპს სოლვა სწრაფი ონლაინ სესხების კომპანიაა, რომელიც ახალ პროდუქტს სთავაზობს ონლაინ სამომხმარებლო სესხების ქართულ ბაზარს.სიცოცხლის დაზღვევის  ღირებულება განისაზღვრება სესხის ოდენობის და ვადის შესაბამისად.

სოლვა – solva.ge

შპს სოლვა და კომპანიაჯი პი აი ჰოლდინგმაახალ პროდუქტზე მუშაობა აგვისტოს თვეში დაიწყეს და რამოდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტის შეთავაზების პირველ კვირას მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და პირველივე დღეს შპს სოლვა 100 მომხმარებელმა შეიძინა ჯიპიაი ჰოლდინგი დაზღვევა.

შპს სოლვა წარმოადგენს აი დი ფაინანსი ჯგუფის ნაწილს და საქრთველოში ავითარებს გრძელვადიანი სესხების პროდუქტს. შპს სოლვა 2016 ივლისიდან მოღვაწეობს და სთავაზობს ბაზარს სტაბილურ ფინანსურ პროდუქტს, რომელიც გადახდისუნარიან მომხმარებელს სწრაფი სამომხმარებლო სესხისმოხერხებულად, სახლიდან გაუსვლელად მიღებას და მათთვის მისაღები გრაფიკით, მცირე შენატანებით დაფარვას გულისხმობს. კომპანიის ახალი აუდიტორია საინტერესოა გადამხდელუნარიანობით და შედარებით დაბალი რისკით.

აი დი ფაინანსი არის სწრაფად მზარდი ფინანსური ტექნოლოგიების მქონე კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მონაცემთა დამუშავებაში, საკრედიტო ქულის მინიჭებასა და ონლაინ დაკრედიტებაში განვითარებად და განვითარებულ ბაზრებზე. ახალი ტექნოლოგია უკეთესად აფასებს მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებს და რისკებს.

სადაზღვევო კომპანიაჯი პი აი ჰოლდინგისადაზღვევო ბაზრის ლიდერია. 2006 წლიდანჯი პი აი ჰოლდინგიევროპის ერთერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, “ვენის სადაზღვევო ჯგუფისწევრი გახდა. კომპანიისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი წინსვლა, არამხოლოდ ფინანსური სტაბილურობის, არამედ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც: საქართველოში პირველად მსგავსი დონისა და რეიტინგის უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა.

ჯი პი აი ჰოლდინგიერთერთი ლიდერია სხვადასხვა საფინანსო კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით. კომპანიის პარტნიორები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ინოვატორული მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილებაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდიეს სწორედ ის ფაქტორებია, რამაც განსაზღვრა და რაც გასაზღვრავსჯი პი აი ჰოლდინგი წარმატებას ქართულ ბაზარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი