“კანონი არ მავალდებულებს, რომ გადავდგე. უბრალოდ, ჩვენ ვამკვიდრებთ ახალ პოლიტიკურ ტრადიციას და კულტურას,”- განაცხადა მარგველაშვილმა. 

 

კითხვაზე, როდის დატოვებს ის დაკავებულ თანამდებობას, მარგველაშვილი არ აკონკრეტებს.

 

“დავტოვებ თანამდებობას მაშინ, როგორც დავიწყებ კამპანიას და დავასრულებ იმ საქმიანობას და პროექტებს, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს,”- განაცხადა მან დღეს, 2 ივლისს “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” ოფისში, სადაც 15 -მდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრას მართავს. 

 

საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის თანახმად, 1 ივლისიდან, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არჩევნების თარიღი დაასახელა, წინაასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *