კახა კუკავას თქმით, პარტია კანდიდატს ივლისის შუა რიცხვებში დაასახელებს:
“დღეს აქ იმართება იმერეთის კომიტეტის სხდომა. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით გამოვაცხადებთ ივლისის შუა რიცხვებში და, სავარაუდოდ, ეს იქნება ბატონი პაატა ბურჭულაძე, რომლისგან მხოლოდ ოფიციალური თანხმობა დაგვრჩა მისაღები. მანამდე, ბუნებრივია, ყველა საორგანიზაციო, ტექნიკურ, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს გვექნება მსჯელობა. იმერეთი არის ყველაზე დიდი რეგიონი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში ერთ–ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, თუ ვის დაუჭერს იმერეთი მხარს”, – განაცხადა კუკავამ.
