ახალი ამბები

მარკ ცუკერბერგი სან–ფრანცისკოს გეი პრაიდზე მივიდა

1 ივლისი, 2013 • 1256
მარკ ცუკერბერგი სან–ფრანცისკოს გეი პრაიდზე მივიდა

სოციალურ ქსელ ფეისბუქის შემქმნელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი 700 თანამშრომელთან ერთად სან ფრანცისკოს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების პრაიდში მონაწილეობდა. იგი თავისი კომპანიის თანამშრომლების 15%-თან ერთად დეკორატიულ ტროლეიბუსში მყოფი სპეციალურად ამ შემთხვევისთვის შექმნილი მაისურში ჩაცმული მონაწილეობდა.

მ

მარკ ცუკერბერგსა და ფეისბუქის სხვა თანამშრომლებს სან–ფრანცისკოს გეი პრაიდში მონაწილეობა აქამდეც მიუღიათ, თუმცა ამდენი თანამშრომლით არასოდეს ჩართულან. 

 

პრაიდი დილის 10:30 საათზე დაიწყო და მათ Market Street ჩაიარეს. პრაიდში აიფონისა და გუგლის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სილიკონის ველზე იყვნენ დაბანაკებული.

 

გეი პრაიდი მოჰყვა უმაღლესი სასამრთლოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ქორწინების დაცვის აქტი ანტიკონსტიტუციურად სცნო. 1996 წელს მიღებული რეგულაცია დაქორწინებულ გეიწყვილებს ართმევდა უპირატესობებს, რომლებიც დაქორწინებული წყვილებისთვის იყო გათვალისწინებული. 

 

ფეისბუქმა დამატებითი ბანერი დაამონტაჟა თავის ოფისთან, რომლითაც გამოხატავს მხარდაჭერას პრაიდის თვისა (ივნისი) და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ. ბანერზე გამოსახულია ხელი, რომელსაც სიცარტყელას ფერებში გაწყობილი ბეჭედი აქვს თითზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი