ახალი ამბები

ISFED-ის პარალელური დათვლის მიხედვით ოპოზიციამ მხოლოდ ერთ ოლქში გაიმარჯვა

13 ნოემბერი, 2017 • 1522
ISFED-ის პარალელური დათვლის მიხედვით ოპოზიციამ მხოლოდ ერთ ოლქში გაიმარჯვა

“სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური დათვლის შედეგები წარადგინა. დათვლის მიხედვით, ოზურგეთში, მერობის არჩევნების მეორე ტურში, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ხმების 50.11%-ით მოიგო. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ხმის დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნების 99.7%-ზე დარღვევების გარეშე ჩაირა, თუმცა გამონაკლისს ოზურგეთის 59-ე უბანი წარმოადგენდა.

პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, ოზურგეთის 59-ე უბანზე, რომელიც დაბა ნასაკირალში მდებარეობდა,  ადგილი ჰქონდა “უბანზე არეულობის მოწყობისა და ამ მიზეზით უბნის შედეგების გაბათილების მიზანმიმართულ მცდელობას.”  ღამის 12 საათის შემდეგ უბანზე შეიჭრა აკრედიტაციის მქონე პირთა ჯგუფი, რომლებიც კომისიას არ აძლევდნენ შემაჯამებელი ოქმის შედგენის საშუალებას.

გარდა ამისა,  ამავე უბანზე, “სამართლიანმა არჩევნებმა” დააფიქსირა კიდევ ერთი დარღვევა. ხმის დათვლის პროცესში ბიულეტენები, რომლებზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, საუბნო კომისიამ ბათილად ცნო, რაზეც ორგანიზაციამ საჩივარი საოლქო კომისიაში წარადგინა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, ხმების პარალელური დათვლის შედეგის მიხედვით, ამომრჩევლის ნება შემდეგნაირად გადანაწილდა :

ოზურგეთი

  •         №41 ბეგლარ სიორიძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 49.89%
  •         №42 კონსტანტინე შარაშენიძე – საინიციატივო ჯგუფი – 50.11%

ბორჯომი

  •         №8 ზაზა ჩაჩანიძე – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 45.05%
  •         №41ლევან ლიპარტია- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 54.95%

ხაშური

  •         №41 გიორგი გურასპაშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 61.05%
  •         №42 რამაზ ნოზაძე – საინიციატივო ჯგუფი – 38.95%

ყაზბეგი

  •         №3 სანდრო ყამარაული- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო – 31.05%
  •         №41 ალექსანდრე ზაგაშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 68.65%

ქუთაისი

  •         №5 გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 12.93%
  •         №41 გიორგი ჭიღვარია – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 87.07%

მარტვილი

  •         №5 მამუკა დანელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 6.96%
  •         №41 ალექსანდრე გრიგალავა – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო- 93.04%

 

მასალების გადაბეჭდვის წესი