ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება

1 ივლისი, 2013 • 977
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება

„საქართველოს   კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის პირველმა პირმა მიიღო გადაწყვტილება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა 2013 წლის 1 ივლისის განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, შემიძლია  განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება. დავაზუსტებ – ეს არის  ოქტომბრის თვის ბოლო კვირადღე“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი