ახალი ამბები

საია: 4 უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ხელმოწერებს 2-ით აღემატება

12 ნოემბერი, 2017 • 1631
საია: 4 უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ხელმოწერებს 2-ით აღემატება

“საქართვეოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) განცხადებით, კენჭისყრის დღეს ორი საკითხი გმაოიკვეთა ტენდენციის სახით. ერთი, ამომრჩევლის ნების კონტროლის მცდელობაა, მეორე კი საიას განცხადებით, გაცემული ბიულეტენების რაოდენობასა და სამაგიდო სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის შეუსაბამობაა.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, საიამ 4 სხვადასხვა უბანზე გამოავლინა მსგავსი დარღვევა. კერძოდ, ბორჯომში ორ, ოზურგეთში კი ერთ უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 2-ით აღემარება ხელმოწერების რაოდენობას. საიაში მიიჩნევენ,რომ აღნიშნული საჭიროებს შესწავლას:

“დღის განმავლობაში გმაოიკვეთა ორი საკითხი ტენდენციის სახით. ერთი, ეს არის ორი ბიულეტენის  არ დამთქვევა სიებში ხელმოწერების რაოდენობასთან. ჩვენ გვაქვსუ კვე 4 სხვადასხვა უბანი, სამი ბორჯომში და ერთი ოზურგეთში, სადაც გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 2-ით აღემატება ხელმოწერების რაოდენობას.

ყველა შემთხვევაში კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო შეცდომა და ხარვეზი, რომ რეგისტრატორმა დაღლილობის, ან რამე სხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა უზრუნველეყო, რომ ამომრჩეველს ხელმოწერა დროულად გაეკეთებინა, თუმცა ვინაიდან 4 შემთხვევაა უკვე ასეთი, სამი ბორჯომში და ერთი ოზურგეთში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი საჭიროებს  ადეკვატურ რეაგირებას, შესწავლას, გმაოვლენას რა მოხდა სინამდვილეში და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება ამომრჩეველთა ნების კონტროლის მცდელობას, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უბნებს გარეთ ხდებოდა კოორდინატორების მობილიზება, რომლების აღრიცხავდნენ მისულ ამომრჩეველს, რასაც სამწუხარო პრაქტიკად აფასებენ:

“ასევე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ტენდენციის ხასიათს ატარებს მობილიზება უბნების გარეთ კოორდინატორების, აღრიცხვა მისული ამომრჩევლის და ასევე სატრანსპორტო საშუალებებით ჯგუფურად მიყვანა ამომრჩევლების სააჩევნო უბანზე. ეს არის პრობლემური პრაქტიკა, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ და ვწუხვარ, რომ მეორე ტურზეც დაფიქსირდა ასეთი შემთხვევები”- ამბობს ნაცვლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი