ახალი ამბები

დღეიდან საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი იწყება

1 ივლისი, 2013 •
დღეიდან საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი იწყება

დაზღვევის ფარგლებში ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. კერძოდ, პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. 

 

ასევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო დააფინანსებს გეგმიურ ოპერაციებს (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით), ასევე დაფინანსდება ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%-ით) და ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგური 500 ლარი და საკეისრო კვეთა 800 ლარი). 

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს გულის ოპერაციებსაც დაუფინანსებს.

 

“კარდიოქირურგიული ოპერაციები დაფინანსდება. ასევე დაფინანსდება ინტერვენციები, ანგიოგრაფია (სისხლძარღვთა გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი), კარტირება, სტენტირება. გაგრძელდება ასევე ბავშვთა გულის თანდაყოლილი მანკების ოპერაციები,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა 26 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის მოსარგლებლეებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი