ახალი ამბები

საია: ოზურგეთსა და ბორჯომში ამომრჩეველთა ნების კონტროლის შემთხვევები დაფიქსირდა

12 ნოემბერი, 2017 • 1544
საია: ოზურგეთსა და ბორჯომში ამომრჩეველთა ნების კონტროლის შემთხვევები დაფიქსირდა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, მათმა დამკვირვებლებმა ორ ოლქში ამომარჩეველთა ნების კონტროლის შემთხვევები დააფიქსირსეს. კერძოთ, ორგანიზაციის განცხადებით, ძირითადად ბორჯომში, თუმცა ოზურგეთშიც, უბნის გარეთ იმყოფებიან პირები, რომლებსაც ამომრჩეველთა სიები აქვთ თან:

“ბორჯომის #10 უბნის გარეთ იმყოფება სადამკვირვებლო მისია “21-ე საუკუნი დამკირვებლები”, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, ფლობენ წიგნად აკინძულ ამომრჩეველთა სიას ფოტოებიანი ვერსიით, რომელზეც ამომარცეველთა პირადი ნომრები დატანილი არ არის, თუმცა არის ვინაობა, სურათი  და ამ სიის მიხედვით ისინი უბანზე მისულ ამომრჩეველს აკონტროლებენ. ცესკოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით ეს ორგანიზაცია რეგისტრირებულია, როგორც სადამკვირვებლო  ორგანიზაცია და ჰყავს 3138 დამკვირვებელი, შედარებისთვის საიას 500-მდე დამკვირვებელი ჰყავდა პირველ ტურში” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის თქმით, ასეთი რაოდენობით დამკვირვებლების არსებობა, დაფინანსებაზე ეჭვს ბადებს. როგორც “საიას” თავმჯდომარე აცხადებს, არჩევნებზე დაკვირვება დიდ ფინანსებს მოითოხვს და კითხვის ნიშნებს ბადებს, საიდან მოიპოვა ეს თანხები ორგანიზაციამ, რომელსაც მისი თქმით, არანაირი ბექგრაუნდი არ აქვს.

საიას თქმით, ბორჯომის #13 და #19 უბნების გარეთ სიებით აღჭურვილი დაუდგენელი პირები იმყოფებიან, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღირცხავენ. ოზურგეთის მე-12 და 44-ე უბნებზე საიას ინფორმაციით, ამომრჩეველი სამაშუტო ტაქსებით მიჰყავთ.

რაც შეეხება სხვა დარღვევებს, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ბორჯომის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობას ითოხვს. ამის მიზეზი გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევაა, რომელიც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოავლინეს. საიას განცახებით, კომისიის წევრებმა უბნიდან 16 საარჩევნო ბიულეტენი და 14 კონვერტი გაიტანეს. კომისიის წევრების ახსნა-განმარტებით, მანქანაში მგზავრობის დროს 3 ცალი კონვერტი მათ გადასატან ყუთში ჩაუვარდათ, რაზეც საიამ საჩივარი დაწერა და ამ უბანზე გადასატანი ყუთის ბათილობა მოითხოვა.

საიას განცხადებით, ბორჯომის #12 უბანზე გადასატანი ყუთი დილის 10:00 საათზე დაბრუნდა დალუქულ მდგომარეობაში. მოგვიანებით პრეტენზია დააფიქსირა ერთ-ერთი ამომრჩევლის ოჯახის წევრმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მშობელმა გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა ვერ მისცა, რის შედმგომაც კომისიამ გადაწყვიტა დალუქული საარჩევნო ყუთის ხელმეორედ გატანა საარჩევნო უბნიდან. საიას დამკვირვებლის მხრიდან შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, გადასატანი საარჩევნო ყუთი მეორედ აღარ გაუტანიათ საარჩევნო უბნიდან.

საიას დაკმვირვებლების თქმით, ოზურგეთის #42-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ მიუთითეს პირველი ამომრჩევლის
რეგისტრაციის ადგილი. ხაშურის #1 უბანზე მისულმა ამომრჩეველმა კი გადასატან ყუთში (და არა ძირითად ყუთში) ჩააგდო კონვერტი. ხაშურის # 29 უბანზე 50-ის ნაცვლად 49 ბიულეტენი აღმოჩნდა ბიულეტენის შეკვრაში.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა გამოავლინა საიამ ოზურგეთის #37 უბანზე, სადაც ამომრჩეველმა საკუთარი ნებით ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანი ქართული ოცნების წარმომადგენელს აჩვენა.

კენჭისყრის დღის 12 საათამდე სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ორი შემთხვევა აღრიცხეს საიას დამკვირვებლებმა. კერძოდ,  ბორჯომის #15 უბანზე დაფიქსირდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ახსნა-განმარტებით, როგორც მას, ასევე ორივე ამომრჩეველს გამორჩა ხელმოწერის გაკეთება ამომრჩევლის სიაში. ოზურგეთის #22 უბანზე კი კომისიის ორი წევრი დაგვიანებით გამოცხადდა, რის გამოც მათ ვერ მიიღეს წილისყრაში მონაწილეობა.

საიას განცხადებით, დილის 12 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების
უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი