ახალი ამბები

სამალავებში აღმოჩენილ ვიდეომასალებზე პარლამენტში დახურული სხდომა გაიმართება

1 ივლისი, 2013 •
სამალავებში აღმოჩენილ ვიდეომასალებზე პარლამენტში დახურული სხდომა გაიმართება

საპარლამენტო უმცირესობის წევრები დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან. უმცირისობის წევრთა განმარტებით, ისინი მერიის თანამშრომელთა დაკავების გამო საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებენ.

 

“ამ კომიტეტის სხდომა მათი მოთხოვნით იყო მოწვეული. შემიძლია შესაბამისი წერილობითი მოთხოვნაც წარმოგიდგინოთ. მიმაჩნია, რომ უმცირესობას ჰქონდა ვარაუდი, რომ ჩვენ უარს განვაცხადებდით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, და ამას შემდეგ პოლიტიკურად სავაჭროდ გამოიყენებდნენ. ისინი არ ელოდნენ, რომ კომიტეტის სხდომის ჩატარებას შევთავაზებდით, და აღმოჩნდნენ საკმაოდ ჩიხურ ვითარებაში,”- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარე. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშვილის თქმით კი, უმცირესობა საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, შესაბამისად, აღნიშნული ორივე ტიპის ვიდეომასალის შესახებ ინფორმაციას, იმედი აქვთ, რომ სხვა ფორმატით მიიღებენ. 

 

“რაც შეეხება დეპუტატებისთვის იმ საშნელების დემონსტრაციას, მე ვთვლი, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს,”- განაცხადა გაბაშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი