ახალი ამბები

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერი დასრულდა [ფოტო]

30 ივნისი, 2013 •
ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერი დასრულდა [ფოტო]

პრაიმერის შემდეგ გაიმართა ფარული კენჭისყრა. ხმების დათვლის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. 

 

“ოთხივე კანდიდატი, როგორც ასეთი, ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ ჩემი არჩევანი დავით ბაქრაძეზე შევაჩერე, რადგან ის ყველაზე გაწონასწორებული პოლიტიკოსია დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში”.– განაცხადა ქუთაისის დელეგატმა ნიკა დეისაძემ

 

დღეს პრაიმერში მონაწილეობენ იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის წარმომადგენლები. მომდევნო შეხვედრა 7 ივლისს გორში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, მცხეთა- მთიანეთის წარმომადგენლები. 

 

პრაიმერი ოთს საათზე დაიწყო. მასში “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი- ზურაბ ჯაფარიძე, გია ბარამიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე მონაწილეობენ.  “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი