ახალი ამბები

ოზურგეთში საარჩევნო უბანთან კოორდინატორები სიებში აღრიცხავენ ამომრჩევლებს

12 ნოემბერი, 2017 • 2040
ოზურგეთში საარჩევნო უბანთან კოორდინატორები სიებში აღრიცხავენ ამომრჩევლებს

ოზურგეთში #5 საარჩევნო უბანთან კოორდინატორები არიან მობილიზებულები, რომლებიც არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს სიებში აღრიცხავენ.

ერთ-ერთი კოორდინატორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ხალხს არ უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საარჩევნო უბნებში მისვლა, შესაბამისად, საჭიროა მათი მიყვანა.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რომელი კანდიდატის – ოცნების თუ დამოუკიდებელი კანდიდატის კოორდინატორები არიან, ისინი არ პასუხობენ.

შეგახსენებთ, დღეს ოზურგეთში არჩევნების მეორე ტური იმართება და მასში ერთმანეთს უპირისპირდებიან ბეგლარ სიორიძე (ქართული ოცნება) და კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი).

ამომრჩევლების აღრიცხვა სიებში, ოზურგეთი, #5 უბანი. 12.11.2017. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი