ახალი ამბები

მერიის მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

30 ივნისი, 2013 •
მერიის მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

პირველი პროცესის შედეგად მოსამართლემ უკანონდ სცნო  მაღალჩინოსნების დაკავება და ისინი გაათავისუფლა. შემდეგ პროცესი განახლდა,  რომელზეც სასამართლომ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, რომელიც ბრალის მიხედვით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას უკავშირდება.

 

მერიის დაკავებული ოთხ  მაღალჩინოსანს – დავით ალავიძეს, დავით ავალიანს, ალექსი თაბუაშვილს, დიმიტრი ჩხეიძეს და ასევე  მიმალვაში მყოფ გიორგი საბანაძეს ბრალად  ედებათ საბუჯეტო სახსრების 48  930 822 ლარის გაფლანგვა 182–ე მუხლის მეორე და  მესამე ნაწილით, რომელიც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალი მათ გუშინ, 29 ივნისს ოფიციალურად წარუდგინეს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი