საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა და პრაიმერის მონაწილემ დავით ბაქრაძემ გამაცხადა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა 9 წლის მანძილზე წარმატებული იყო, თუმცა მან ხაზი გაუსვა პრობლემების არსებობასაც:
” მე გამოვყოფდი ორ ძირითად მომენტს, პირველი- რამდენად შევძელით ეკონომიკური ზრდის ხალხამდე მიტანა და მეორე, როგორი იყო სახელმწიფოსა და ბიზნესის დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, ორივე საკითხში ჩვენ ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი და საფიქრი. ძალიან ხშირად ეს ეკონომიკური ზრდა ვერ შედიოდა ყველა ოჯახში, ვერ მიდიდოა ყველა სოფელში. ადამიანები როცა ტელევიზიით ახალ პროექტს, უბანს ხედავდნენ, ჰქონდათ განცდა, რომ ეს მათ ქვეყანაში არ ხდებოდა. სახელმწიფოს და ბიზნესის დამოკიდებულებაში თუ მკაცრი დამოკიდებულება იყო აუცილებელი პირველ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ შემდეგ წლებში მკაცრი ადმინისტრირება იყო პრობლემური. ზედმეტად მკაცრად ხდებოდა საგადასახადო სამსახურის მხრიდან ბიზნესის შემოწმება, ზედმეტად მაღალი იყო ჯარიმები განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. მე, როგორც მაშინდელი პრალამენტის წევრი, ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ასეთი მაღალი ჯარიმები უნდა შემცირებულიყო. ხშირად სამართალდამცველები ერეოდნენ ბიზნესში დ არ იყო ბიზნესის სრულად დეკრიმინირებული”– განაცხადა ბაქრაძემ.
დღეს პრაიმერში მონაწილეობენ იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის წარმომადგენლები. მომდევნო შეხვედრა 7 ივლისს გორში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, მცხეთა- მთიანეთის წარმომადგენლები.
პრაიმერი ოთს საათზე დაიწყო. მასში “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი- ზურაბ ჯაფარიძე, გია ბარამიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე მონაწილეობენ. 30 ივლისს კი ცნობილი გახდება “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი.