ახალი ამბები

რატომ მონაწილეობს პრაიმერში ზურაბ ჯაფარიძე

30 ივნისი, 2013
რატომ მონაწილეობს პრაიმერში ზურაბ ჯაფარიძე

“მონაწილეობას ვიღებ რამდენიმე მიზეზის გამო, მგონია, რომ ახალი სახეები უნდა გამოჩნდნენ პარტიაში, ეს კარგია პარტიის შიდა დემოკრატიის გასავითარებლად. მეორე მიზეზი არის ის , რომ მე მაქვს განსხვავებული ხედვა სხვა კანდიდატებთან შედარებით. მაგალითად, ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში და მინდა ეს იდეები გავაჟღერო. მე ვარ თავისუფალი ეკონომიკის მომხრე, რაც გულისხმბს უფრო მეტ თავისუფლებას კერძო სექტორისთვის. უფრო დაბალ გადასახადებს და  მეტი ფული დატოვებას კერძო სექტორში, რომ ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა დასაქმების პრობელემის გადაჭრიისთვის”.– განაცხადა მან. 

 

დღეს პრაიმერში მონაწილეობენ იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის წარმომადგენლები. მომდევნო შეხვედრა 7 ივლისს გორში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, მცხეთა- მთიანეთის წარმომადგენლები. 

 

პრაიმერი ოთს საათზე დაიწყო. მასში “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი- ზურაბ ჯაფარიძე, გია ბარამიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე მონაწილეობენ. 30 ივლისს კი ცნობილი გახდება “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი