ამ წუთებში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, იკრიბებიან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგნლები. ოპერისა და მუსიკის დარბაზში იმყოფებიან იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და ქალაქის მერიის სამსაურების ყოფილი უფროსები.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაის თქმით, რომელიც ქუთაისის ყოფილი მერია, პრაიმერში მონაწილეობას დახლოებით 450 დელეგატი მიიღებს:
“ეს არის უპრეცენდენტო ფაქტი ქართულ პოლიტიკაში, პრაქტიკულად ქართული პოლიტიკის ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა ხდება შიდაპარტიული გზით. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი ქვეყანაში იწყება ქუთაისიდან, ჩემი მშობლიური ქალაქიდან. არის კაბინები და მოხდება ფარული კენჭისყრა, ასევე გაიმართება დებატები ეკონომიკის თემაზე”.– განაცხადა თევდორაძემ.
ერთ–ერთი დელეგატის უღრელიძე პორფილეს თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ქვეყანაში წესრიგი დამყარდა.
“ყველამ ვიცით, რომ მანამდე მხედრიონი მართავდა ქვეყანას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება გამოიჩენს გონიერებას და მხარს დაუჭეს ერთიან ნაციონალურ მოძრობას”.
დღეს პრაიმერში მონაწილეობენ იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის წარმომადგენლები. მომდევნო შეხვედრა 7 ივლისს გორში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, მცხეთა- მთიანეთის წარმომადგენლები.
პრაიმერი ოთს საათზე დაიწყება. მასში “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი- ზურაბ ჯაფარიძე, გია ბარამიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე მონაწილეობენ.