ახალი ამბები

მერიის მაღალჩინოსნების დაკავება სასამართლომ უკანონოდ სცნო

30 ივნისი, 2013 •
მერიის მაღალჩინოსნების დაკავება სასამართლომ უკანონოდ სცნო

ამ წუთებში კი მეორე პროცესი იმართება, რომელზეც სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს, რომელიც ბრალის მიხედვით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას უკავშირდება.

 

“სრულად იქნა გათვალისწინებული დაცვის მხარის მტკიცებულებები და არგუმენტაცია. ყველა დაკავებული გათავისუფლებული და მიჩნეულია, როგორც უკანონოდ დაკავებული. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გათავისუფლებულიყვნენ პირები სხდომის დარბაზიდან”– განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. 

 

მერიის დაკავებული ოთხ  მაღალჩინოსანს – დავით ალავიძეს, დავით ავალიანს, ალექსი თაბუაშვილს, დიმიტრი ჩხეიძეს და ასევე  მიმალვაში მყოფ გიორგი საბანაძეს ბრალად  ედებათ საბუჯეტო სახსრების 48  930 822 ლარის გაფლანგვა 182–ე მუხლის მეორე და  მესამე ნაწილით, რომელიც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალი მათ გუშინ, 29 ივნისს ოფიციალურად წარუდგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი