ახალი ამბები

“შპიგელი” ამტკიცებს, რომ აშშ ევროკავშირის წარმომადგენლობის კომპიუტერულ ქსელს ჯაშუშობდა

30 ივნისი, 2013 •
“შპიგელი” ამტკიცებს, რომ აშშ ევროკავშირის წარმომადგენლობის კომპიუტერულ ქსელს ჯაშუშობდა

მარტინ შულცის განცხადებით, თუ აღნიშნული დადასტურდა, ეს “მძიმე ზეგავლენას” მოახდენს   აშშ–ის და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე.  

 

გერმანული ჟურნალი “შპიგელი” ანგარიშის მიხედვით წერს, რომ 2010 წლის ფარული დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჯაშუშობდა ევროკავშირის ოფისებზე ვაშინგტონსა და ნიუ–იორკში. 

 

“შპიგელი” წერს, რომ CIA–ის გაქცეული ანალიტიკოსის ედუარდ სნოუდენის მეშვეობით გაჟონა აღნიშნულმა დოკუმენტმა. სნოუდენი CIA–ის  და ეროვნული უშიშროების სააგაეენტოს კონტრაქტორი იყო. იგი თავშესაფარს ეკვადორისგან ითხოვს. 

 

ჟურნალის თქმით, დოკუმენტი ეროვნული უშიშროების სააგენტოს ეკუთვნის, სააგენტო ევროკავშირის კომპიუტერის შიდა ქსელს ჯაშუშობდა ვაშინგტონში და გაეროს ოფისს ნიუ–იორკში. 

 

უცნობია, რა ინფორმაცი შეიძლება ჰქონდეს აშშ–ის ჯაშუშებს, მაგრამ ევროპული პოზიციის დეტალები სავაჭრო და მილიტარისტულ საკითხებზე სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც ჩართულია მოლაპარაკებებში ვაშინგტონსა და ევროკავშირის ხელისუფლებებს შორის. – წერს BBC.

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საჯარო განცხადებები არ გამუკეთებია “შპიგელის” სტატიასთან დაკავშირებით. 

 

როგორც ცნობილია, სნოუდენი მოსკოვის აეროპორტში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს ეკვადორისგან. მანამდე იგი ჰონ–კონგში იმყოფებოდა. 

 

სნოუდენისთვის თავშესაფრის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ეკვადორის პრეზიდენტ რაფაელ კორეას შორის. კორეას განცხადებით, ბაიდენმა აშშ–ის თავაზიანი თხოვნა გადასცა, უარი უთხრას სნოუდენს თავშესაფარზე. თავის მხრივ, კორეამ ბაიდენს განუცხადა, რომ ეკვადორს არ სურს ამ საქმეში ჩარევა. 

 

სნოუდენს სამი ბრალი აქვს წაყენებული, თითოეული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი