ახალი ამბები

უგულავას განცხადებით, მერიის მაღალჩინოსნების საქმე რუსთავის სასამართლოდან თბილისში უნდა დაბრუნდეს

30 ივნისი, 2013 •
უგულავას განცხადებით, მერიის მაღალჩინოსნების საქმე რუსთავის სასამართლოდან  თბილისში უნდა დაბრუნდეს

დღეს რუსთავში იმყოფება თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელის განცხადებითაც, საქმე თბილისში უნდა დაბრუნდეს.

 

“თუ ასეთი სამართლებრივი ვაქხანალია დაკანონდა და განსჯადობას დაექვემდებარა ერთ ადგილას ჩადენილი კონკრეტული დანაშაული  და მეორე შეიძლება სულს სხვა საამართლოში წაიღონ, ეს იქნება მანიპულირების საგანი, ეს იქნება სასამართლოზე ზეწოლის გაგრძელების შესაძლებლობა. ამიტომ, ჩემი აზრით, ყოვლად დაუშვებელია ეს შუამდგომლობა დადგეს, სასამართლომ არ უნდა განიხილოს და საქმე უნდა დაბრუნდეს თბილისში, თუ ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ სამართლებრივ სივრცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სამართლებრივ ვაქხანალიას და მასზე პასუხისმგებელი იქნბა მთავრი პროკურორი”– განაცხადა უგულავამ 

 

მერიის დაკავებული ოთხ მაღალჩინოსანს – დავით ალავიძეს, დავით ავალიანს, ალექსი თაბუაშვილს და დიმიტრი ჩხეიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. დავით ალავიძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალდება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლი მეორე და მესამე ნაწილებით  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

 

“საუბარია დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არცერთი მათგანი კატეგორიულად არ აღიარებს ბრალდებას. ისინი ითხოვენ აღნიშნუილი სისხლის სამართლის საქმიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აცილებას”.– განაცხადაა ადვოკატმა. 

 

ოთხი მაღალჩინოსნის საქმის ქვემო ქართლის ფინანსური პოლიციის სამმართველოსთვის და,  შესაბამისად, რუსთავის რაიონული სასამართლოსთვის გადაცემას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა “ნაციონალუი მოძრაობა”. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის დავით საყვარელიძის განაცხადებით, ხელისუფლება სამართლებრივი მაქინაციებით ცდილობს სასამართლოზე ზეწოლას:

 

“ადვოკატის მხრიდან შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აცილების  შუამდგომლობა, თუმცა ხელისუფლებამ და პროკურატურამ მიიღო აბსოლუტურად გაუგონარი გადაწყვეტილება, რასაც უცოდინრობაზე უფრო მეტად სამართლებრივი მაქინაციის ნიშნები აქვს და სუნი უდის. საქმე, ნაცვლად იმისა რომ ფინანსურ პოლიციას საერთოდ ჩამორთმეოდა და გადასცემოდა მთავარ პროკურატურას, გადაეცა ქვემო ქართლის ფინანსური პოლიციის სამმართველოს. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ძალიან აქტიური ზეწოლა რუსთავის რაიონულ სასამართლოზე, რომ მერიის თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნას პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უკვე უნდა ჩაინიშნოს. ჩვენ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება შეწყვეტს სამართლებრივი ხრიკებითა და სრულიად ცალსახა უკანონობის გამოყენებით ზეწოლას სასამართლოზე და მანიპულირებას საკუთარ საგამოძიებო ორგანოებზე”.- განაცხადა დავით საყვარელიძემ.

 

ოთხ მაღალჩინოსანს ბრალად ედება საბუჯეტო სახსრების 48  930 822 ლარის გაფლანგვა 182–ე მუხლის მეორე და  მესამე ნაწილი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი