დავით ალავიძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალდება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლი მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.
“საუბარია დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არცერთი მათგანი კატეგორიულად არ აღიარებს ბრალდებას. ისინი ითხოვენ აღნიშნუილი სისხლის სამართლის საქმიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აცილებას”.– განაცხადაა ადვოკატმა.
ოთხ მაღალჩინოსანს ბრალად ედება საბუჯეტო სახსრების 48 930 822 ლარის გაფლანგვა 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.