“პოლიციელები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სულიკო ხოზრევანიძის სახლთან და მათი მეშვეობით მოხდა სიტუაციის განმუხტვა. ასევე, საქმეა აღძრული მუქარის მუხლით გუშინდელი ფაქტის გამო, იყო გარკვეული მუქარები ოჯახის მიმართ, აქედან გამომდინარე საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. პოლიცია ადგილზეა და ყველაფერს აკეთებს ვითარების განსამუხტად”–განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
გუშინ, ლოცვის შემდეგ, მოსახლეობა შეიკრიბა ადგილობრივ მუსლიმური თემის მოლა სულიკო ხოზრევანიძეს სახლთან და მას და მის ოჯახს დაემუქრა.
“200 კაცამდე- ქალი კაცი, ბავშვი- იმუქრებოდნენ, ყველანაირი მუქარა იყო. გამოვიდეს და თქვასო, რატომ მივიდა სალოცავადო. მერე ჩემი თვალით დავინახე, ჩემი ცოლი წაქცეული იყო, ნელ–ნელა ეს ხალხი უკან გავიდა და იყო შეძახილები, რომ 24 სათის განმავლობაში წადი”.– განაცხადა სულიკო ხოზრევანიძემ.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 151–ე მუქარის მუხლი განმარტებულია როგორც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, -ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
გუშინვე სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარებისკენ, რათა არ დაუშვას თავდასხმა სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებზე. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციიის მობილიზებით მორიგეობა დააწესოს სულიკო ხოზრევანიძის სახლთან.
“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, გააგრძელებენ თუ არა პოლიციის თანამშრომლები სახლთან მორიგეობას, ნინო გიორგობიანმა გვიპასუხა: