“ყოფით ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის. დაკავების ფაქტს ვადასტურებთ, მეტს ვერაფერს გეტყვით.”– განგვიცხადეს პრესსამსახურში.
არმენ ჩახალიანი ნინოწმინდაში დააკავეს, მასთან ერთად კიდევ 3 პირია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ ვაჰაგან ჩახალიანი, მამასთან და ძმასთან ერთად, 2008 წელს დააკავეს. ვაჰაგან, რუბენ და არმენ ჩახალიანებს ბრალად დაედოთ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა.
რუბენ და არმენ ჩახალიანები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ვაჰაგნ ჩახალიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ჯავახეთში მასობრივ არეულობებში მონაწილეობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო ვაზნების უკანონო შენახვაში. ვაჰაგან ჩახალიანი პატიმრობიდან 2013 წელს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.