ბაქრაძის თქმით, სასურველია კონსულტაციები იყოს არა მხოლოდ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე, არამედ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი და მტკივნეულია ხალხისთვის და ქვეყნისთვის:
“მე არ მერიდება, არ მრცხვენია და პირდაპირ ვაცხადებ, მე მზად ვარ ასეთი დიალოგისთვის. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები უნდა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. მზად ვარ მომავალ კვირაში, ნებისმიერ დროს, როდესაც ეს მისაღები იქნება პრემიერ–მინისტრისთვის და პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ასეთი კონსულტაციები გავმართოთ და ასეთ შეხვედრაში და კონსულტაციებში მივიღო მონაწილეობა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.