ამის შესახებ განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა

გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
“მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დევნისა და შეურაცხყოფის, დაპატიმრებების ფონზე მაინც არ შევცვალოთ პრაიმერის ჩატარების გეგმა. ხელისუფლების ზრახვების შესაბამისად, ოპოზიციის არარსებობა კატასტროფა იქნება ქვეყნისათვის. ჩვენ, როგორიც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, 30 ივლისს, კვირას ვიწყებთ პრაიმერის ქუთაისიდან და ვერთვებით საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან ასევე ისაუბრა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავება–დაკითხვაზე.
“ის, რაც გუშინ თბილისში მოხდა, არის გაგრძელება, კულმინაცია პოლიტიკური ველის უზურპაციის მცდელობისა მმართველი პოლიტიკუირ ძალის მხრიდან, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებდით საქართველოს რეგიონებში. კამპანია მიზნად ისახავს ოპოზიციის სტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას, ეს ხდებოდა ყველა რაიონში. ბოლო კვირებში ეს ვიხილეთ სამტრედიაში, რუსთავში, გუშინ ეს ხდებოდა თბილისში.
როგორც ჩანს, გამოძიება კვლავ მოქალაქეთათვის ხელფასების მიცემას გვედავება, ამ ეტაპზე ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ დეტალებში შესვლას, რადგან ამისათვის არსებობს სასამართლო დარბაზი, თუ ვინ არის დამნაშავე, ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა პირმა დანაშაული და ა.შ.
ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ჩვენთვის, გვაინტერესებს, სწორედ ეს უკანონო დაკავებები, რადგან განხორციელდა ხელისუფლების მხრიდან, ხომ არ ისახავს მიზნად ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულების მოპოვებას?თქვენ ხედავთ, რომ პროკურატურას თავზე ენგრევა თითქმის ყველა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომელიც მათ აქამდე დაიწყეს.
აღსანიშნავია ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ნატოს გენერალური მდივნის გზავნილი საქართველოსთვის. გენერალურმა მდივანმა უდიდესი შეშფოთება, ხაზს ვუსვამ, უდიდესი შეშფოთება, საქართველოში დაკავებებთან დაკავშირებით. გუშინვე ნატო–ს წარმომადგენლობასთან დაპატიმრებებს მინისტრმა პეტრიაშვილმა უწოდა საბოტაჟი. როგორც კი ნატო–ს გენერალური მდივნის თვითმფრინავი გაფრინდა, ხელისუფლებამ განაახლა დაპატიმრებები, მყისიერად განაახლეს ამ საქმის წარმოება.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ეს რეპრესიები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, აქ საუბარი არ არის მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაზე””, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.