ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურის პრესამსახურის ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებული არიან დავით ალავიძე, დავით ავალიანი, ალექსი თაბუაშვილი და დიმიტრი ჩხეიძე.
მათ საბუჯეტო სახსრების 48 930 822 ლარის გაფლანგვა ბრალდებათ. ნათია სუხიაშვილის განმარტებით, მათ ბრალი წაუყენეს 182–ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელუც 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, პასუხისგებაში მიეცემა თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე, რომელიც მიმალვაშია. აღნიშნული საქმის დეტალებზე საგამოძიებო სამსახური საგანგებო განცხადებას 28 ივნისს, დღის განმავლობაში გაავრცელებს.