როგორც საკრებულოს პრესსამსახურში აცხადბენ, მაღალჩინოსნების დაკავება სხვადასხვა ადგილიდან დღეს, 27 ივნისს, დილით მოხდა. სხვა დეტალები საკრებულოს პრესსამსახურში არ იციან.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გააჩნიათ.
საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრების გიორგი კანდელაკისა და დავით საყვარელიძის ინფორმაციით, დღეს დილით დააკავებულთა შორის არიან თბილოსის მერის 2 მოადგილე: დავით ალავიძე და დავით ნინიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი და საკრებულოს 5 წევრი. ასევე, საყვარელიძის განცხადებით, დაკავებულია გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე, ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე, დიდგორის გამგებელი გოგიტა ნიკოლაძე და ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ავალიანი.