გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 26 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა გორგობიანმა, როგორც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნინო შარაშიძესთან ერთად ბორჯომის რაიონში მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებების მიმდინარეობა ადგილზე შეამოწმა.
ბიძინა გიორგობიანი საქართველოში გერმანიიდან რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ, 2013 წლის დასაწყისში ჩამოვიდა. როგორც თებერვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკაში ჩართვასა და სავარაუდოდ, კოალიცია “ქაართული ოცნების” რომელიმე პარტიასთან გეგმავდა თანამშრომლობას. მისივე თქმით, საქართველოდან წასვლის მიზეზი მის მიმართ დევნა გახდა. მის მიმართ განხორციელებულ დევნაში დათა ახალაიას, ვანო მერაბიშვილს, ამირან მესხელსა და გივი თარგამაძეს ასახელებდა.
გიორგობიანმა საქართველო 2005 წელს დატოვა. 2007 წელს კი დაუსწრებლად შეეფარდა 6-წლიანი პატიმრობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ბიძინა გიორგობიანი თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევდა.