ახალი ამბები

“ბათუმი პლაზაში” პრეზიდენტისთვის კითხვების დასმის საშუალება მხოლოდ რუსთავი 2-სა და ინფო 9-ს მისცეს

26 ივნისი, 2013 •
“ბათუმი პლაზაში” პრეზიდენტისთვის კითხვების დასმის საშუალება მხოლოდ რუსთავი 2-სა და ინფო 9-ს მისცეს

“ბათუმი პალაზაში” პრეზიდენტის რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, როდესაც ჟურნალისტები სასტუმროდან გავიდნენ, ნაწილთან, ვინც იმ დროისთვს პიაცაზე იმყოფებოდა, პრეზიდენტის დაცვის წევრები მივიდნენ და ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრა და პრესკონფერენცია შესთავაზეს. 

 

როგორც “ბათუმელების” ჟურნალისტი ამბობს, ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა აღნიშნული შეხვედრის შესახებ მოგვიანებით, ერთმანეთისგან შეიტყო.

 

“შევიდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ადრე მივიდა.  ეს იყო რუსთავი 2 და ინფო9. სხვა მედიასაშუალებებს პრესკონფერენციაზე შესვლაზე უარი იმის გამო გვითხრეს, რომ თითქოს დავაგვიანეთ. თუმცა, პრესკონფერენციის დაწყების დროზე იქამდე არაფერი იყო ნათქვამი. გარდა ამისა,  ინტერპრესნიუსის რეპორტიორი, ნინო ხოზრევანიძე, რომელიც რუსთავი 2-ისა და ინფო9 -ის ჟურნალისტებთან ერთად მივიდა პლაზაში,   პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ ის ტელევიზიის წარმომადგენელი არ იყო,”- ამბობს “ბათუმელების” ჟურნალისტი, რომელიც “ბათუმი პლაზასთან” იმყოფება. 

 

აღნიშნული ორი მედიის ჟურნალისტთან პრეზიდენტის პრესკონფერენცია უკვე დასრულდა. ის დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი