სასტუმროს საცურაო აუზის მისაღებში, სადაც მათ ინფორმაციით, ამჟამად პრეზიდენტი იმყოფება, წალკიდან აჭარაში დაბრუნებული ოცამდე ეკომიგრანტი შევიდა. ისინი სააკაშვილთან შეხვედრას და საცხოვრებელთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე საუბარს ითხოვენ. სასტუმროში შესულ მოქალაქეებსა და სასტუმროს მენეჯერს შორის მცირე კამათიც მოხდა. სასტუმროს მენეჯერმა მათ კერძო საკუთრების დატოვება მოსთხოვა. თუმცა ისინი ჯერ შენობაში იმყოფებიან და პრეზიდენტის გამოსვლას უცდიან.
პრეზიდენტთან შეხვედრას ყოფილი პოლიტპატიმრებიც ითხოვენ. მათი განცხადებით, “პრეზიდენტს არ აქვს ბათუმში თავისუფლად სეირნობის უფლება”. ისინი ცდილობდნენ “ბათუმი პლაზაში” შენობის არა კომერციული, არამედ კერძო ნაწილიდან შესვლას, რის გამოც პრეზიდენტის დაცვასთან მცირე შეკამათება მოხდა.
“მე პირადად ვაცხადებ, რომ არ მივცემ სააკაშვილს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას”, – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე მერაბ გორგაძე.