ყოფილი პოლიტპატიმრები აცხადებენ, რომ “პრეზიდენტს არ აქვს ბათუმში თავისუფლად სეირნობის უფლება”. ისინი ცდილობენ “ბათუმი პლაზაში” შენობის არა კომერციული, არამედ კერძო ნაწილიდან შევიდნენ, რის გამოც პრეზიდენტის დაცვასთან მცირე შეკამათება მოხდა.
“მე პირადად ვაცხადებ, რომ არ მივცემ სააკაშვილს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას”, – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე მერაბ გორგაძე.
მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ “ბათუმი პლაზას” ერთ–ერთ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფება.