ახალი ამბები

საავტომობილო ჯარიმები მცირდება

26 ივნისი, 2013 •
საავტომობილო ჯარიმები მცირდება

კანონპროექტის მიხედვით, პარკებსა და სკვერებში კვადროციკლით, მოტოციკლითა და ველოსიპედით გადაადგილების

საპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია

წესების დარღვევისთვის პირი დაისჯება 10–ლარიანი ჯარიმით, თუ ავტომობილის მძღოლს ან მის გვერდით მჯდომ მგზავრს არ უკეთია უსაფრთხოების ღვედი, მძღოლი დაჯარიმდება 20 ლარით.

 

სამშენებლო ნარჩენების ან ნაგვის ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადატანა, რომელიც ქმნის გზის დაბინძურების ან დაზიანების საფრთხეს, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 500 ლარი. 

 

სატრანსპორტო საშუალებაზე ხმამაღლა მოლაპარაკის, სანათის ან ხმოვანი მოწყობილობის შსს–ს ნებართვის გარეშე დაყენება, ან ოპერატიული, ანდა სპეციალური სამსახურის ავტომობილისთვის განკუთვნილი სპეციალური შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას და სპეციალური ხელსაწყოს კონფისკაციას. 

 

იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა პოლიციელის ნაცვლად დააფიქსირა სათვალთავლო ვიდეოკამერამ, მაშინ ჯარიმის ქვითარი რეგისტრაციის მისამართზე გაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.

 

თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 15 კმ/სთ–ით გადააჭარბებს სიჩქარეს, დაეკისრება ჯარიმა 75 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე თუ გააკეთა საქალაქო სამგზავრო -სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, მას 1 თვით ჩამოერთმევა მართვის უფლება. საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო რეისების განმხორციელებელბი იგივე დარღვევისთვის დაჯარიმდებიან 300 ლარით. თუ სიჩქარის გადაჭარბებამ შექმნა საავარიო სიტუაცია, ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა იქნება 150 ლარი, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა გზის, შენობის, სხვისი ქონების, ნივთის ან ჯანმრთლეობის დაზიანება, ეს გამოიწვევს პირისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას 1 წლის ვადით.

 

ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვისნ ჯარიმა 50 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 100 ლარი. “გაჩერება აკრძალულია” და “დგომა აკრძალულია” ნიშნების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ამას მოჰყვა საცობის შექმნა, ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე. 

 

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები დაამტკიცა, მოქმედი ჯარიმების ნაწილი განახევრდება. ჯარიმების შემცირების მიზეზად კანონპროექტის ინიციატორები ასახელებენ ჯარიმების შეუსაბამობას მოქალაქეთა ქონებრივ მდგომარეობასთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი